გვარამია – არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე

“არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე” – ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა და “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

რაც შეეხება მის მდგომარეობას, ძაან დიდი ხანია მე ასეთი სააკაშვილი არ მინახავს, გულწრფელად გეტყვით. მისი მთავრობის წევრი ვიყავი და როცა პიკზე იყო თავისი აქტივობების და პოზიტიური რეფორმატორული აქტივობების, მას მერე არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე. არაფერი ეტყობა შიმშილობის. იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად შიმშილობს, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ნორმალურად არის, თუმცა, ცხადია, რომ უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშირეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი – საქართველოში თუ ვინმე იცავდა და იცავს რუსეთის ინტერესებს, არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“