იონათამიშვილი – ევროკომისიამ დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის

განვაგრძობთ პროაქტიურ სამუშაო პროცესს და ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული, შევასრულებთ ზუსტად იმ ვადებში, რაზეც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით, არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის.

„ფაქტობრივად, ევროკომისიამ დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის და ზოგადად მსგავსი პრეცედენტების შექმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ პროაქტიურ სამუშაო პროცესს და ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული, შევასრულებთ ზუსტად იმ ვადებში, რაზეც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ თვითგამოცხადებული “დონეცკის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა აღიარა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა