ინვესტორთა საბჭოს წევრები ესტონური მოდელის დანერგვას, დადებითად აფასებენ

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2016 17:46

ინვესტორთა საბჭოს წევრები ესტონური მოდელის დანერგვას, დადებითად აფასებენ

მნიშვნელოვანი

  • როგორც "თაიმერს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრს, EBRD-ის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში. ბრუნო ბალვანერამ მზადყოფნა გამოთქვა, ამ პროცესში, EBRD-ის წარმომადგენლებთან ერთად, თავადაც ჩაერთოს. საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მოსაზრებები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.

სხვა სტატიები

ინვესტორთა საბჭოს წევრები პრემიერის ინიციატივას, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ და მთავრობას მისი იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეფორმა ხელს შეუწყობს რეინვესტირების ზრდას, წარმოების გაფართოებას და ეკონომიკის განვითარებას.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო რეფორმა რევოლუციურად შეაფასა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.

“მინდა, საქართველოს ბიზნესასოციაციის სახელით სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბიზნესს გვერდით უდგახართ. ინიცირებული საგადასახადო რეფორმა არ არის პიარი, ეს არის რეალობა, რომელიც მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა იცოდნენ. რეფორმის განხორციელების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ახალ საქართველოს“,- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე.

კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირებულ პაკეტზე საზოგადოებრივი განხილვის მექანიზმის შესახებ ისაუბრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, ჯონ გაბრიელ გოდარდმა, რომელმაც მთავრობასთან კომუნიკაცია დადებითად შეაფასა. ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციისთვის ეკონომიკის სამინისტროს მადლობა გადაუხადა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსმა, მარიამ მეღვინეთუხუცესმა. ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, ასევე დადებითად შეფასდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოსთანხმობით მოხდება, საგადასახადო შემოწმებას კი მხოლოდ საგადასახადო ორგანო განახორციელებს. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საგადასახადო ადმინისტრირებისგაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, სტრატეგიას შეიმუშავებს. ინვესტორთა საბჭოს წევრები ასევე მიესალმებიან პრემიერ-მინისტრის ინციატივას,
მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ, რომელიც გააერთიანებს იმ სახელმწიფო სტრუქტურების სერვისებს, რომლითაც ინვესტორები სარგებლობენ. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი შეფასებით, „ერთი სარკმლის პრინციპი“ დაზოგავს ინვესტორების დროსა და რესურსს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესში. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს და ინვესტორთა საბჭოს წევრებს მიმართა, აქტიურად ჩაერთონ საზღვარგარეთ ე.წ „როუდშოუებში“, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაციას ემსახურება. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზა, დაეხმარონ მთავრობას ბიზნესფორუმების მეორე ნაწილის ორგანიზებაში, რომელიც პოტენციური ინვესტორებისთვის კონკრეტული პროექტებისა და ბიზნესგეგმების შეთავაზებას გულისხმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პოტენციურ ინვესტორებთან ვისაუბროთ კონკრეტულ პროექტებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური პირადად გეგმავს მონაწილეობას საზღვარგარეთ საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებში.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრს, EBRD-ის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში. ბრუნო ბალვანერამ მზადყოფნა გამოთქვა, ამ პროცესში, EBRD-ის წარმომადგენლებთან ერთად, თავადაც ჩაერთოს. საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მოსაზრებები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2016 17:46

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics