ინვესტორები თბილისში საბაგირო ხაზების განვითარებით დაინტერესდნენ

ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ ჩაატარა კვლევები და გამოიკვეთა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ფრანგული კომპანიის კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველია სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მარშრუტები.

„2016-2017 წლებში ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარდა კვლევები და გამოიკვეთა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. კვლევის შედეგების მიხედვით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მარშრუტები. უნდა დავიწყოთ მუშაობა, რათა განისაზღვროს ყველაზე საინტერესო მარშრუტი და მომზადდეს შესაბამისი პროექტი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმურუსიძე: კომფორტს ვერ მივცემ პარტიებს და არასამთავრობოებს, რომ ავდგე და გადავდგე
შემდეგი სტატიაკალაძე: უგულავა მინაბული თვალებით ბოდიშს იხდის ჩემს გამოთქმებზე და არა თავის შეცდომებზე