მურუსიძე: კომფორტს ვერ მივცემ პარტიებს და არასამთავრობოებს, რომ ავდგე და გადავდგე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 12:02

მურუსიძე: კომფორტს ვერ მივცემ პარტიებს და არასამთავრობოებს, რომ ავდგე და გადავდგე

“როდესაც მე გავხდი იუსტიციის საბჭოს მდივანი, ზოგადად, ძალიან დიდი ძალისხმევა განვახორციელე, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” მართლმსაჯულების სათავეები გამომეტანა და სასამართლო დამდგარიყო რეალურად დამოუკიდებლობის გზაზე. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით იმასაც ვაცხადებ, რომ ეს სადავეები “ქართული ოცნებისთვის” ნამდვილად არ ჩამიბარებია და თუ გადახედავთ ამ სტატისტიკასაც და განსაკუთრებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, საქართველოს სასამართლო ევროკავშირში არის მე-18 ადგილზე. ეს წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად.

ამაში ჩადებულია ძალიან ბევრი მოსამართლის შრომა, ჩვენი ნერვები, გათენებული ღამეები. ვერ წარმოიდგენთ რამხელა წნეხს განვიცდი პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები, მოხუცი მშობლები, სახლში რომ მივიდოდი, რეალურად კითხვის დასმასაც ვერ ბედავდნენ, რომ ვთქვათ, როგორ იყო საქმე და რა პრობლემები შეიძლება შემქმნოდა. ამ ყველაფრის გამო მე ვერ გავაკეთებ იმას, რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვა და ვერ მივცემ კომფორტს ვერც პოლიტიკურ პარტიებს და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც სასამართლომ ამხელა წარმატებას მიაღწია, რომ მე ავდგე და გადავდგე”, -აცხადებს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “პირისპირ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 12:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics