კალაძე: უგულავა მინაბული თვალებით ბოდიშს იხდის ჩემს გამოთქმებზე და არა თავის შეცდომებზე

“ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ არის გაცემული 2013 წელს. ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენება ჩვენთის კატეგორიულად მიუღებელია. რამდენიმე დღის წინ ყოფილი მერი უგულავა გამოდის მეამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისელების და თბილისის წინაშე. დარწმუნებული ვარ ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება და ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის მისი მერობის დროს გაცემული. მე პირდაპირ ვიტყვი ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი. ”, – თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე ყოფილი მერის გიგი უგულავას შესახებ საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიინვესტორები თბილისში საბაგირო ხაზების განვითარებით დაინტერესდნენ
შემდეგი სტატიაშოთა ხაბარელი : ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მით უმეტეს სპორტში