ინტრიგნული შეკითხვაა – ვოლსკი უარყოფს, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძეს ჩაანაცვლებს

ინტრიგნული შეკითხვაა! გამორიცხულია. ამ თემაზე განხილვა საკითხის არ მიდის – ასეთია გია ვოლსკის პასუხი კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ის ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. არსებული ინფორმაციით ,

კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნება.

გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კარგად ასრულებს მის მოვალეობას. ხოლო რაც შეეხება თადუმაძეს, ის დამოუკიდებელია მის გადაწყვეტილებებში.

„მთავარი თემა ის არის რა მესიჯს ვაძლევთ საზოგადოებას. არის თუ არა მმართველი გუნდი მონოლითური და დამოუკიდებელი თავის არჩევანში თუ მართლაც როგორც ავრცელებენ ინფორმაციას ერთი კაცის იდეაზეა დამყარებული. არ არის ესე. აქ არის ძალიან ტრანსპარენტული, უკიდურესად მე ვიტყოდი, ხანდახან ზოგს ეჩვენება რომ ზედმეტადაც დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება. და ყველა ადამიანს მათ შორის შალვა თადუმაძესაც აქვს თავისი პირადი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი,”-განაცხადა ვოლსკიმ.

შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმაში, რომ მოქმედმა გენერალურმა მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს, უცნაური არაფერია.

banner
წინა სტატიაში“მართლმსაჯულების სისტემა არის გზაგასაყარზე”- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ნაწილს სამართლიანობის იმედი არ აქვს
შემდეგი სტატიამაშველებმა 35 წლის მამაკაცი გადაარჩინეს