ინგლისში ახალშობილების მკვლელობის ბრალდებით მედდა დააკავეს

ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩესტერში რვა ახალშობილის მკვლელობის ფაქტზე და კიდევ ექვსის მკვლელობის მცდელობაზე სამშობიარო სახლის 28 წლის მედდა დააკავეს. დაკავება გამოძიების შედეგი გახდა, რომლის ფარგლებშიც ჩესტერსკის საავადმყოფოში მაღალსიკვდილიანობის მიზეზებს არკვევდნენ.
პოლიციის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ დროს, თუ როდის გამოაქვეყნებენ გამოძიების მასალებს. ისინი მედიას მოუწოდებენ პატივისცემით მოეკიდონ გარდაცვლილი ახალშობილების ოჯახებს და ამ საქმეზე ნებისმიერ სპაკულაციას მოერიდონ.

გამოძიების დროს დადგინდა, რომ ჩესტერის საგრაფოს საავადმყოფოში მსგავსი ზომის 43 ჰოსპიტალს შორის, სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი იყო. პოლიციას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მიმართა და სთხოვა, გამოეძიებინათ სიკვდილის მიზეზები, რომელიც გულგრილობა ნამდვილად არ იყო და რომელსაც სერიოზული ანალიზი სჭირდებოდა. მას სურდა გაეგო, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. სამშობიარო აღჭურვილია თანამედროვე აუცილებელი აპარატურით ბავშვებისთვის, რომლებიც დროზე ადრე დაიბადნენ.

2015 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისის პერიოდში სულ ახალშობილების გარდაცვალების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდა ამისა, იყო უცნაური 15 შემთხვევა, რომელიც ლატალურად არ დასრულებულა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიბულგარელები აფხაზეთში ერთობლივი საწარმოს გახსნას აპირებენ
შემდეგი სტატიალონდონში სპეისის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას სამი საქმე დაემატა