ბულგარელები აფხაზეთში ერთობლივი საწარმოს გახსნას აპირებენ

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით ბულგარული კომპანია «Lev Corporation»-ის წარმომადგენლები სოხუმში იმყოფებოდნენ. ბულგარელმა მეწარმეებმა აფხაზეთში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა თამილა მირცხულავამ განაცხადა, რომ ბულგარელი კოლეგებისთვის აფხაზეთი ახალი ბაზარი იქნება, აფხაზი მეწარმეებისთვის კი – ევროპულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კარები გაიღება. მირცხულავამ, ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთისთვის რუსეთი არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ, სავაჭრო პარტნიორიცაა და რომ დე-ფაქტო აფხაზეთი რუსეთთან მიმართებაში საბაჟო გადასახადებს არ იხდის, რაც ბულგარელი მეწარმეებისთვის, შესაძლებელია, მიმზიდველი გახდეს. «Lev Corporation»-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაველ დიმიტროვმა მირცხულავას მიღებისთვის და დაპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა, მან აღნიშნა, რომ ივლისის დასასრულსა და აგვისტოს დასაწყისში აფხაზეთში ინვესტორები ჩამოვლენ – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მანამდე აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კერძო მეწარმეების კავშირის მოწვევით ბულგარეთში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი – მთავრობა არ აპირებს შემოიჭიროს ქამრები და ხალხს კეთილდღეობა გადაუნაწილოს
შემდეგი სტატიაინგლისში ახალშობილების მკვლელობის ბრალდებით მედდა დააკავეს