ინგა გრიგოლია: რეაქციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, იმისთვის რომ ჩვენ ვუთხრათ არა მოსმენებს

inga-grigoliaარასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია – „ეს შენ გეხება“ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს . განახლებული კამპანიის სლოგანია – „ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!“.

ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების, მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. მათივე განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან, მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

“რეაქციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, იმისთვის რომ ჩვენ ვუთხრათ არა მოსმენებს, ვუთხრათ არა ფარულ თვალთვალს. გუშინ გადაცემაში რომელიღაც ჩემმა სტუმარმა თქვა ასეთი ფრაზა : “ჩვენ უნდა ვუთხრათ არა , არა მარტო მოსმენებს , არამედ ჩვენ უნდა ვთქვათ ღიად, არ გვეშინია პირადი ცხოვრების გასაჯაროების მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება ” -აცხადებს ინგა გრიგოლია .

banner
წინა სტატიაში“არ გამოვრიცხავ, რომ ბაია გადაბაძის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო”
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: აქციის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება “ჩვენ არ გვეხება”