“არ გამოვრიცხავ, რომ ბაია გადაბაძის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო”

“მაესტროს” გენერალური დირექტორის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს კოტე გოგელიამ შემცირებული ხელფასით მუშაობა შესთავაზა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია, მას თავად ჟურნალისტებმა მიაწოდეს.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ ლევან გაჩეჩილაძესა და მაკა ასათიანს შორის მოლაპარაკება შედგება, რათა ტელეკომპანიის დირექტორმა იმ შენობაში შესვლა შეძლოს, სადაც “მაესტროს” კუთვნილი აპარატურაა.

“ტელეკომპანიის დირექტორი იქ უნდა იყოს, სადაც “მაესტროს” აპარატურაა. ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკება შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე როგორ ადვოკატი, სამართლებრივად გავაგრძელებ ბრძოლას. ლევან გაჩეჩილაძეს სამართლებრივად აქვს უფლება იყოს იმ შენობაში, რომელიც “მაესტროს” იჯარით აქვს აღებული, რადგან ის ტელეკომპანიის დირექტორია”,- აღნიშნა ადვოკატმა.

ირაკლი კორძახიას თქმით, ყველაზე მეტად ვისაც მოლაპარაკებები არ აწყობს, ეს ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძეა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბაია გადაბაძის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, რადგან მისი თქმით, “გადაბაძემ ცუდი რაღაცეები გააკეთა”.

მისივე განცხადებით, გუშინ ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, ბაია გადაბაძე აცხადებდა, რომ მაკა ასათიანი მოლაპარაკებას კატეგირიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ასათიანის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

“რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, ჩემი ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძესა და ეკა აკობიას შორის კომუნიკაცია შედგა. სხვა დეტალებს, ამ დროისთვის არ ვფლობ”,- აღნიშნა კორძახიამ.

ამასთან, ადვოკატი იმედოვნებს, რომ ლოგოსთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები, ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ დასრულდება.

ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უარყოფს “მაესტროს” ჟურნალისტი სოფო მაქაცარია.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) სტამბოლის ცენტრში აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: რეაქციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, იმისთვის რომ ჩვენ ვუთხრათ არა მოსმენებს