Independent-მა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის სავარაუდო თარიღი დაასახელა

Independent-მა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის სავარაუდო თარიღი დაასახელა

Independent-მა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის სავარაუდო თარიღი დაასახელაპრემიერი დევიდ კემერონი 2016 წელს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს – სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით გაზეთი Independent ავრცელებს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროპელი ლიდერები გარდაქმნების აუცილებლობაზე შეთანხმდებიან და უნდათ, რომ ბრიტანეთმა ძველებურად წამყვანი როლი ითამაშოს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.
კემერონის მთავრობა ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობის პირობების გადახედვას მოითხოვს.
გაზეთის ცნობით, რეფერენდუმის თარიღი ოქტომბერში გამოცხადდება.
ადრე კემერონმა განაცხადა, რომ თუკი ის დარჩებოდა ხელისუფლებაში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმს 2017 წლამდე ჩააატარებდა. ამასთანავე ის ხაზს უსვამდა იმას, რომ მას სურვილი აქვს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში იყოს, თუმცა გარკვეული პირობებით, რომელიც ევროკავშირის რეფორმირებას ეხება.

banner
წინა სტატიაშიუფლებადამცველი მერაბ ბლადაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი ოპერაში სკამიდან გადავარდა