ანგელა მერკელი ოპერაში სკამიდან გადავარდა

4. გერმანია - კანცლერ ანგელა მერკელის კაბინეტი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირადი გარემოცვა შეაშინა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოპერაში, “ტრისტან და იზოლდას” პრემიერაზე ქალაქ ბაიროითის ყოველწლიურ ფესტივალზე მერკელი სკამიდან გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა “ბილდი” იუწყება.
პირველადი მონაცემებით, ანტრაქტის დროს, ანგელა მერკელს გული წაუვიდა და სკამიდან ნელ-ნელა ჩაცურდა. თუმცა, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გეროგ შტრაიტერმა ეს ინფორმაცია უარყო და არც ინციდენტის დეტალებზე უსაუბრია.
როგორც მოგვიანებით პრესას განუცხადეს, კანცლერის სკამიდან გადავარდნის მიზეზი თავად გატეხილი სკამი შეიძლება ყოფილიყო. მერკელმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპერა ძალიან მოეწონა.

banner
წინა სტატიაშიIndependent-მა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის სავარაუდო თარიღი დაასახელა
შემდეგი სტატიათბილისი 2015 – განათლების მინისტრი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს