იმერეთის რეგიონში მე-14 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იმერეთის რეგიონში უკვე მე-14 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 243 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, ცაგერისა და ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის და საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 206 მოქალაქე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება