იმედი გვაქვს, ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად – დეგნანი პრაიდის კვირეულზე

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “თბილისი პრაიდის” კვირეულს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და ადამიანები შეძლებენ საკუთარი უფლების გამოყენებას.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთს სურს, ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

“საქართველო ადამიანის უფლებებისთვის 100 წელზე მეტია რაც იბრძვის, როგორც ჩანს არსებობს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ძალადობა უნდა გამოიყენოს და შეუშალოს ადამაიანებს ხელი გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომლებსაც ეკისრებაც პასუხისმგებლობა, რომ ადამიანების ეს უფლებები უზრუნველყონ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად რათა ადამიანებს საკუთარი უფლებების გამოყენება შეეძლოთ”, – თქვა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება ჩატარდეს, სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვფიქრობ, ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური მოკვლევას რამდენიმე დღეში დაასრულებს და საზოგადოებას შედეგებს გააცნობს