იმდენად სერიოზული ზეწოლა იქნება, რომ ივანიშვილი საკუთარ ტყავზე იგრძნობს – გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება იძულებული იქნება გიორგი რურუა ციხიდან გაათავისუფლოს.

მორჩილმა და პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ იქნება იმდენად სერიოზული ზეწოლა მასზე, რომ ის იგრძნობს საკუთარ ტყავზე და საკუთარ ჯიბეზე თუ როგორ უახლოვდება მას სანქციები. იძულებული გახდება, როგორც მას ერთხელ მოუწია გამოშვება ციხიდან უგულავასი და ოქრუაშვილის, – თქვა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დევნის გაგრძელება და პოლიტიკური პატიმრების არსებობა საზოგადეობასა და საერთაშორისო პარტნიორებში სერიოზულ კითხვებს გამოიწვევს.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. გიორგი რურუასთან დაკავშირებით დღეს 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მისი გათავისუფლება, ასევე პოლიტიკურად მოტივრებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტი შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიქანთარია- ივანიშვილს აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია-გიორგი რურუა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ეს პრინციპულ, სიმბოლურ საკითხად იქცა