“იმ საკითხებს შორის, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ელჩების თანდასწრებით თანხმდებოდა, ყველაზე უმნიშვნელოა რიგგარეშე არჩევნები”

„რაც მიშლის ხელს ჩემი მიზნის მიღწევაში, მხოლოდ ამ მიზნით მოგვიწია საუბარი. ჩვენი მიზნის მიღწევაში ხელს თუ გვიშლიან, ეს პრობლემა უნდა დავძლიოთ. ამ დაძლევის ერთადერთი საშუალება გვგონია საჯაროობა და დისკუსიის მედიასა და საზოგადოებაში მსჯელობის საგნად ქცევა. იქნებ მე ვცდები და მეჩვენება. ვისაუბროთ ამ საკითხებზე. წარმოიდგინეთ, ყველა პარტიას აქვს თავის კონკრეტული პირადი ინტერესი. ჩვენი ინტერესი მდგომარეობდა იმაში. რომ გვესარგებლა კრიზისით და მიგვეღო ის, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია – პროპორციული არჩევნები. ამ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს მაგიდაზე დევს წინადადება, რომელსაც ჩვენი კოლეგები დღეს არაფრად თვლიან. დღეს რომ ის წესები მოქმედებდეს, რაც 2024 წელს იქნება, ვერც ერთი ჩვენი კოლეგა, რომელიც მაგიდასთან ზის, ვერ შევიდოდა პარლამენტში.

მგონია, რომ იმ საკითხებს შორის, რომელზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ელჩების თანდასწრებით თანხმდებოდა, ყველაზე უმნიშვნელოა ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ანუ რიგგარეშე არჩევნები დღესვე. ჩემი აზრით, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია ცესკო-ს და კონსტიტუციის გასწორება, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არ კონცენტრირდეს ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე შეფასებით, არასწორი იქნება, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმაზე, რაზე შეთანხმებაც ამ დროისთვის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია.

„პირდაპირ ჩანდა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის მთავარი საკითხი იყო რიგგარეშე არჩევნები და გვეუბნებოდნენ, რომ თუ ერთად არ ვიქნებით და ჩვენ თუ რიგგარეშე არჩევნებს არ მოვითხოვთ, ვერც თქვენ მიიღებთ იმას, რასაც ითხოვთო. მესმის, რომ ყველა ბედნიერი არ არის მოლაპარაკებაზე. არც ჩვენ ვართ კმაყოფილი იმით, რაც დღეს დევს, მაგრამ ჩვენ თუ დღეს ამაზე უარს ვიტყვით, 2024 წელს მივალთ კატასტროფული კონსტიტუციით. ჩვენ ღირებულად მივიჩნევთ იმ საკითხებს, რაც უკვე არის შეთანხმებული და ამ მოლაპარაკებების ჩაშლა მიგვაჩნია ძალიან არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯად“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები