“იმ 93 დეპუტატს შორის ვარ, ვინც პროპორციულ სისტემის კანონპროექტი დააინიცირა, თუმცა მხარს არ ვუჭერ”

დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ იმ 93 დეპუტატს შორისაა, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინა, თუმცა აღნიშნულ პროექტს მხარს არ უჭერს.

„იმ 93 დეპუტატს შორის ვარ, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გავაკეთეთ, თუმცა აღნიშნულ პროექტს მხარს არ ვუჭერ, მაგრამ უმრავლესობის ფორმატში დანიშნულ სხდომაზე კონსულტაცია საბოლოო იქნება და ჩვენი პოზიციები ჩამოყალიბდება. გადაწყვეტილებას მივიღებთ, ან ინდივიდუალურად, ან ფრაქციასთან ერთად“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით ჯანსაღი სისტემაა, მაგრამ მსჯელობის საგანია, როგორი უნდა იყოს რეგიონული წარმომადგენლობა.

banner
წინა სტატიაში“მე არ ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, რომ საკუთარი დანაპირების შესრუელბაზე უარი თქვას“-ბესელია
შემდეგი სტატიათბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო საავატომობილო მოძრაობა შეიზღუდება