ილია მეორე: ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა

ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ “მსოფლიო საოჯახო კონგრესზე” გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს დეფიციტია სიყვარულისა. ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი, ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობის, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიკეთისა. ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ.”- აღნიშნა პატრიარქმა.

ფილარმონიაში “მსოფლიო საოჯახო კონგრესი” ლევან ვასაძის ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი: თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მორიგი უკანონო გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს იწყებს