ილია დარჩიაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

2022 წლის 14 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩთან ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობის დატვირთული დღის წესრიგი, ამ მხრივ დადებითად შეფასდა მ.წ. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტი დოჰაში და გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვიზიტის შედეგები კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის კავშირებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია – ვოლსკი