იგორ გიორგაძის შემდეგ ინტერპოლმა ძებნიდან თემურ ბასილიაც მოხსნა

ინტერპოლმა ძებნა თემურ ბასილიაზეც შეწყვიტა.
ცნობილი ხდება, რომ ინტერპოლმა, იგორ გიორგაძის შემდეგ, ძებნა ედუარდ შევარდნაძის ხელსუფლების კიდევ ერთი მაღალჩინოსანზე შეწყვიტა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია, რომელმაც საქართველო 12 წლის წინ დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ტვ „იბერიისს“ გადაცემა “პრიორიტეტთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი რამდენიმე თვის წინ მიიღო.
„ვადასტურებ: რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად მივიღე შეტყობინება ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, საფრანგეთიდან, რომ შეწყდა ძებნა ჩემზე. როგორც კი მივიღე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტდევნილის სტატუსი, მივმართეთ ცენტრალურ ოფისს და საკითხი საკმაოდ სერიოზულად შეისწავლეს, ეს გახლდათ 2012 წლის ბოლო, თუმცა სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ხელისუფლება წავიდა წინააღმდეგი, მითხრეს, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თუმცა დამპირდნენ, რომ ჩემს უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობას შეძლებდნენ და რაღაც ვარიანტები შემომთავაზეს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვიყავი ინტერპოლით ძებნილი, თუმცა ამავე დროს, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს ჰქონდა ბრძანება გაცემული, რომ ჩემი დაკავება არ მომხდარიყო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში,”- განაცხადა ბასილიამ.

banner
წინა სტატიაშიდმანისში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა