“იგივე პოლიტიკური ზარალი შეიძლება მიიღოს იმ მხარემ, რომლისკენაც ეკა ბესელია თითს იშვერს” – ვოლსკი ბესელიას განცხადებებს აფასებს

“პრაგმატული თვალსაზრისითაც და მორალურადაც ასეთი საუბარი დაუშვებელია,”-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებაზე საპასუხოდ.

ბესელიამ დღეს თქვა, რომ ის მორალური ტერორის ავტორების ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირებს არ გამორიცხავს.

გია ვოლსკი კი ამბობს, რომ თუკი ბესელია ასეთ განცხადებას აკეთებს, მან უნდა დაასახელოს კონკრეტული პირები, რადგან ამგვარი ბრალდებები ისევე აზიანებს მმართველ გუნდს, როგორც ბესელია დააზარალა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებამ.

“ჩვენ არ გვახასიათებს და თუკი ვინმემ მართლაც დაუშვა ასეთი ლაპარაკი უნდა დაასახელოს, რომ ჩვენც ვიცოდეთ,ვინ არის ჩვენს გუნდში ისეთი, რომელიც ასეთი ტერმინებით და შანტაჟით ლაპარაკობს კონკრეტულ პიროვნებასთან, რომელ გუნდშიც არ უნდა იყოს.

“მან ძალიან კარგად იცის, ვინ აკეთებდა ფარულ ჩანაწერებს და ვის უფრო აწყობს,რომ ამ ფარული ჩანაწერებით ეკა ბესელიამ სწორედ ეს განცხადებები აკეთოს. რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის მნიშვნელოვნად დაზარალდა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაზარალდა, იგივე პოლიტიკური ზარალი შეიძლება მიიღოს იმ მხარემ, რომლისკენაც ეკა ბესელია თითს იშვერს, ამას საფუძველი არ გააჩნია და არსებობს გარკვეული ლოგიკა, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია საზოგადოების მიერ,“-ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიერთი გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში
შემდეგი სტატიალევან კობერიძე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს