იენს სტოლტენბერგი – საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

როგორც სტოლტენბერგი წერს, იმედი აქვს, საქართველო გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ირაკლი კობახიძეს ნატო-ში. საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ასევე, იმედი მაქვს, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული წევრობის გზაზე“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

banner
წინა სტატიაში„ჩაშვება, დასმენა, ენის მიტანა, მიყურადება, საუბრების ჩაწერა“ – პეტრე კოლხი ეკლესიაში დაწინაურების საბჭოური მეთოდებზე
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუღებელია რუსეთის ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით