იენს სტოლტენბერგი – ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუღებელია რუსეთის ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ახლო პარტნიორია და ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.

აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ნატო განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მიუღებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიადევიდ ქემერონი – სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, სადაც ალექსეი ნავალნიმ პატიმრობის ბოლო თვეები გაატარა