ჩინეთში ინკასატორებმა მანქანა გაიტაცეს, სადაც 5 მილიონი დოლარი იყო

ჩინეთში ოთხმა ინკასატორმა ბრონირებული მანქანა გაიტაცა, სადაც 35 მილიონი იუანი (5 მილიონ დოლარზე მეტი) იყო – დღეს The Shanghai Daily წერს.
მანქანა ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის საკუთრება იყო. ის ლიაონინის პროვინციაში დაიკარგა. მალე, პოლიციამ მიგდებული მანქანა აღმოაჩინა, მაგრამ ფული და თანმხლები პირები მასში არ იმყოფებოდნენ.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ინკასატორის დაკავება მოახერხეს. დანარჩენი სამის ძებნის ოპერაცია გრძელდება.
სოფლის მეურნეობის ბანკი ჩინეთში ერთ-ერთი ძლიერი ბანკია. ის 1951 წელს მაო ძედუნმა დააარსა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ნატო-ს წევრობა არის პოლიტიკური და არა მექანიკური გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაპენტაგონის ხელმძღვანელი: მოსკოვი მსოფლიო წესრიგის მოშლას ცდილობს