იემენის ომის მხარეები ტყვეებს გაანთავისუფლებენ

იემენის სამოქალაქო ომის მონაწილე მხარეები გაეროსთან მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ სამხედრო ტყვეებს გაანთავისუფლებენ. საუბარია, დაახლოებით 5 ათას ადამიანზე -ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მარტინ გრიფიტმა მრავალდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა შვედეთში, სტოკჰოლმში.

გრიფიტმა მიღწეულ შეთანხმებას “საიმედო დასაწყისი” უწოდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაავრცელა, რომ ორგანიზაცია მზად არის შეთანხმებას კონტროლი გაუწიოს. გაეროს სპეცწარმომადგენელმა შვედეთში მიმდინარე მოლაპარაკებებს იემენის ომის დარეგულირების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრიომმა იემენის ომის მონაწილეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა. “ჩვენ უნდა დავასრულოთ იემენის კატასტროფა. იემენის მკვიდრები, განსაკუთრებით, ბავშვები, დიდი ხანია ამას ელოდებიან” – განაცხადა მინისტრმა

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის ელჩს ვუთხარი, რომ შერიგება უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან
შემდეგი სტატია43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა 51-ე სკოლასთან, ავტობუსის გაჩერებაზე.