სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის ელჩს ვუთხარი, რომ შერიგება უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან

ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრე იმ გეგმებზე, რაც შეიძლება ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ელჩი დაინტერესდა, როგორია მისი პირველი გეგმები და რას ნიშნავს პრეზიდენტისთვის შერიგების პროცესი, რაც ინაუგურაციის შემდეგ უნდა დაიწყოს.

„ევროკავშირის ელჩთან ეს იყო პირველი შეხვედრა არჩევნების შემდეგ. მან მკითხა როგორია პირველი გეგმები. ასევე, მკითხა როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავს ჩემთვის შერიგების პროცესი, რაც უნდა დაიწყოს ინაუგურაციის შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს შერიგება უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან. იმედი მაქვს, რომ სხვა კუთხიდან იქნება ის აღიარება, რაც ამ ყველაფერს გააადვილებს. მესამე და ყველაზე საინტერესო საკითხი იყო ის გეგმები, რაც შეიძლება იყოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამეა, რაც შეიძლება გაკეთდეს და რაც განვიხილეთ, მაგრამ ეს იყო ზოგადი საუბარი და დეტალურად შემდეგ ვისაუბრებ”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინდია გოგოჭურისთვის ბრალის წარდგენა ხვალ იგეგმება
შემდეგი სტატიაიემენის ომის მხარეები ტყვეებს გაანთავისუფლებენ