იდუმალებითაა მოცული თუ ვინ მფარველობდა ახმედ ჩატაევს

იდუმალებითაა მოცული თუ ვინ მფარველობდა ახმედ ჩატაევს

areshidzeeeeმსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები თავად ქმნიან ამ ტიპის მონსტრებს და როცა ისინი მათ წინააღმდეგ მიდიან, შემდეგ იწყებენ საერთაშორისო დევნას”, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ახმედ ჩატაევის შესახებ დასმული კითხის პასუხად ”იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, იდუმალებითაა მოცული თუ ვინ მფარველობდა ახმედ ჩატაევს.

”იდუმალებით მოცულია შემდეგი ფაქტორი, მე ჩამოვთვალე 4-5 ქვეყანა, სადაც ჩატაევმა თავი დააღწია მართლმსაჯულებას, ხან შეიარაღებულს აკავებდნენ, ხან იარაღის გადატანისას-შვედეთში ასე იყო. მას საბოლოო ჯამში, ყოველთვის „მწვანე შუქი“ ენთებოდა. ვინ მფარველობდა მას, რა გუნდი მფარველობდა, ვინ იყო ამ საქმით დაკავებული, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს”, – განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა რუსი დეპუტატის მიერ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

”მე ვთვლი, რომ რუსი დეპუტატის განცხადება არის უპასუხისმგებლო, თავად გაათავისუფლეს ციხიდან ჩატაევი თავის დროზე და 2003 წელს, გათავისუფლებიდან ძალიან მოკლე დროში გამოსცეს მასზე ძებნის ბრძანება. იქ არ ჰყავდათ თუ დასაჭერი იყო? შემდეგ უკვე ჩატაევი ხელში ჩაუვარდათ სამართალდამცავებს შვედეთში, ავსტრიაში, უკრაინაში ბულგარეთში და შემდეგ ერთი ამბავი ატეხეს. ის, რომ ჩატაევი სულ მცირე იყო საეჭვო პირი ძალიან კარგად იცოდნენ მოსკოვში, სამართალდამცავ სტრუქტურებში და თუ არ იყო გასაშვები არც უნდა გაეშვათ”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში ტერაქტში მონაწილე ადამიანები, ტერაქტის მოწყობამდე ”სასათბურე პირობებში” იყვნენ.

„გავიხსენოთ 11 სექტემბრის ტერაქტი, ის ადამიანები რომლებიც ამ ტერაქტში მონაწილეობდნენ, მანამდე სასათბურე პირობებში იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადახვა ტიპის ტერაქტში მონაწილეობდა, მაგალითად შამილ ბასაევი, მანამდე სასათბურე პირობებში იყო რუსეთში და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში ლტოლვილების სახით 17 ტერორისტი შევიდა
შემდეგი სტატიასულხან მოლაშვილი თბილისში ჩამოასვენეს-პირველი კადრები აეროპორტიდან