იდეალურად დალაგდა, დელეგაცია მრავალპარტიულია, ნაციონალური მოძრაობის გარეშე – კობახიძე

“მგონია, რომ იდეალურად ლაგდება ყველაფერი [უკრაინაში ვიზიტი]. გუშინ, სხვათა შორის, მათი [ოპოზიციის] მხრიდან იყო რაღაც საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა. ჩვენი შეთავაზება იცით, რაც იყო გუშინ – ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის მერე, გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი. პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც, ერთი მხრივ, მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრიანელი ხალხის მიმართ და, ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არ იქნებიან ამ ვიზიტში.”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა. მასში ქართული ოცნების წევრები და საპარლამენტი ოპოზიციის ნაწილი იქნებიან.

banner
წინა სტატიაშიარის თუ არა გენოციდი, იურისტებმა უნდა განსაზღვრონ და არა პოლიტიკოსებმა – მაკრონი
შემდეგი სტატიადაზვერვის მთავარმა სამმართველომ ორი რუსი გენერალი სამხედრო დამნაშავედ დაასახელა, ისინი რუსეთის უმაღლეს სარდლობას ეკუთვნიან