ბიბილაშვილი: ამ ქვეყანაში არავინ ვართ დაცული

თბილისში პარტია ლელოს მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი კრიმინალის შემთხვევებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში შიშია დანერგილი. ბიბილაშვილის თქმით, მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” კრიმინალთანაა შეკრული.

“არც თბილისში, არც ყვარელში, არსად ქვეყანაში ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება არ არის დაცული. პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ქართული ოცნების მმართველობის 9 წლის თავზე ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია, არის დაცინვა. მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ გუშინ ადამიანები აიყვანეს მძევლებად და მათ სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე, სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს უცხოელი სტუმარი, ამ ქვეყანაში რეალურად ჩვენ არ ვართ დაცული. არც მე არც თქვენ არც ჩვენი შვილები. არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებში და სოფლებშიც არ ვართ უსაფრთხოდ. ჩვენს შვილებს ვუშვებთ გარეთ და არ ვიცით, როგორ დაბრუნდებიან სახლში. შიშია დანერგილი ქვეყანაში. რასაც ცდილობს ქართული ოცნება რომ გვაჩვენოს, თითქოს ყველაფერი რიგზეა, არის დიდი ტყუილი. რეალობა კი მხოლოდ ერთია – ქართული ოცნება კრიმინალთანაა შეკრული”. – თქვა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი ჩაინიშნა
შემდეგი სტატია“ოცნებას” სენაკის სამაჟორიტარო სიები შეეშალა