შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ​შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის პროცესი გაიმართება.

სხდომა 16:30 საათზე ჩაინიშნა.

პროცესზე სასამართლო მურსაკულოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები მურსაკულოვის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ასევე დააყენებენ შუამდგომლობას, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – რეფერენდუმი ტარდება ხელისუფლების ცვლილებაზე და არა სააკაშვილი ჩამოვა თუ არა
შემდეგი სტატიაბიბილაშვილი: ამ ქვეყანაში არავინ ვართ დაცული