იაპონიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის 1,7 მლნ დოლარი გამოყო

იაპონიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის 1,7 მილიონი დოლარი გამოყო. თანხა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთვის გადატანას მოხმარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის სამაუწყებლო კორპორაცია NHK ავრცელებს.

გრანტი უკრაინელებისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მოწოდების ფონზე გამოიყო. 1,7 მილიონი დოლარი დაფარავს საქველმოქმედო ორგანიზაციების სატრანსპორტო ხარჯებს.

იაპონიამ ასევე დაადასტურა მზაობა გააგრძელოს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გლობალურ დონეზე.

banner
წინა სტატიაშიმირჩევნია, რომ მიშა დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? – ალასანია
შემდეგი სტატიამცხეთასთან მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა – არის მსხვერპლი