იან კელი: მნიშვნელოვანია სასამართლო თავისუფალი იყოს პოლიტიკური კონტროლისგან

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 19:40

იან კელი: მნიშვნელოვანია სასამართლო თავისუფალი იყოს პოლიტიკური კონტროლისგან

საკონსტიტუციო სასამართლოში ამერიკის და ევროკავშირის ელჩები მივიდნენ. იან კელი და იანუშ ჰერმანი გიორგი პაპუაშვილმა მიიღო. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ისაუბრეს. იან კელიმ აქცენტი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დასვა.

“ბათუმში სტუმრობისას ყოველთვის ვსტუმრობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ბატონ პაპუაშვილს ვხვდები. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განვითარებას და ამ ნაწილში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია პროფესიონალური და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლისგან” – აღნიშნა იან კელიმ.

იანუშ ჰერმანის თქმით კი საკონსტიტუციო სასამართლო ქართული დემოკრატიის სიმბოლოა და ევროკავშირი მხარს უჭერს კანონის უზენაესობას. მისი თქმით, პროგრესი, რომელმაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია, საკონსტიტუციო სასამართლოს დამსახურებაცაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს საქართველოს გიორგი მარგველაშვილიც შეხვდა. პრეზიდენტმა გიორგი პაპუაშვილის მიერ მასზე ზეწოლის მცდელობების შესახებ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა და მოსამართლეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს თავისი შინაგანი რწმენისა და სამართლიდან გამომდინარე მიიღებენ.

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 19:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics