იან კელი : ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას

იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს.
მისივე თქმით, ის კვლავ ფოკუსირებულია საქართველოს მხარდაჭერაზე და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
“რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება”- თქვა ელჩმა.

“კარგია ის ფაქტი, რომ ამერიკის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერა და ამას ადასტურებს კონგრესის გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.
მე ველოდები ახლა უკვე გადაბარების პროცესს. ამ კვირაში იქნება სამუშაო შეხვედრები ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება”,- განაცხადა კელიმ.

ელჩი სიტყვისა და მედიის თავისუფლებას შეეხო და აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ეს მიდგომა არ შეცვლილა 240 წლის განმავლობაში.

“ეს არის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციის და ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და რა თქმა უნდა, ეს ვერ შეიცვლება. ასეთი სახის გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება თუ გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არ მოხდება”, – განაცხადა კელიმ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო სისტემის დახვეწა – არასამთავრობოების რეკომენდაციები უწყებათშორის კომისიას
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : მეწარმეობაში ახალ იდეებს წარმატებული მაგალითები ახალისებს