ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ მან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ეს სემანტიკის საკითხია. მე ერთი წელი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ვიყავი. ეს პოზიცია კი, შეკითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შემდეგ ეს პასუხები იქცევა ხოლმე დეპარტამენტის განცხადებად. ეს განცხადებაც ზეპირად და ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ყველაფერი, რასაც პრესმდივანი ამბობს, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკაა. ასე რომ, აქ საქმე სემანტიკურ მნიშვნელობაშია. ეს არ იყო წერილობით გავრცელებულ განცხადება, არამედ კითხვაზე პასუხი. რაც შეეხება თავისუფალ მედიას, ის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს იან კელი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში „რუსთავი 2“-ის საქმეზე მორიგი განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთდა.
პრესმდივნის განმარტებით, სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ არსებული დავა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი, შესაძლოა, ქვეყანაში მედიაპლურალიზმზე დიდი გავლენა იქონიოს.