იაგო ხვიჩია – უკრაინას ისევე უნდა დავუჭიროთ მხარი, როგორც გვინდა, რომ მომავალში ჩვენ დაგვიჭირონ მხარი!

უკრაინას ისევე უნდა დავუჭიროთ მხარი, როგორც გვინდა, რომ მომავალში ჩვენ დაგვიჭირონ მხარი! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი დღეს უკრაინაზე გადის, ხოლო ხვალ ეს ხაზი შეიძლება საქართველოზე გავიდეს.

“ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, რომ მომავალში ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოგვექცნენ. სოლიდარობა უკრაინას!” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტის ადგილას, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას – კადიროვი