ია მეტრეველი: მინდოდა მეკითხა სანდრასთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს?

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 15:24

ია მეტრეველი: მინდოდა მეკითხა სანდრასთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს?

ძალიან გამაღიზიანა სანდრა რულოვსის ფრაზამ, რომ მან ჩახედა მიშას თვალებში და თურმე აღარ მოკლავენ, აღარ გააუპატიურებენ კაცებს ჩვენს ქვეყანაში და თურმე აღარ იქნება ძალადობა. მინდოდა მეკითხა მისთვის, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს?- განაცხადა სენაკში ჟურნალისტებთან საუბრისას ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

მისი თქმით, სააკაშვილი სიდუხჭირისგან გაუბედურებული ხალხით მანიპულირებს.

„დღეს მე და გულიკო გამცემლიძემ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილდახვრეტილმა დედებმა გადავწყვიტეთ, რომ სანდრასთვის კითხვები დაგვესვა. ასეთი რაღაც თქვა, რომ სუფთა ხელებით მოვდივარო და რომელი სუფთა ხელებით, სისხლში რომ არიან ყელამდე? 20 ლარად გაყიდული ხალხი, სიდუხჭირისგან გაუბედურებული ხალხით, რომელიც ვეღარ ვითარდება,უკვე ასეთებით მანიპულირებს სააკაშვილი და ასეთი ხალხი ყავდათ ჩამოყვანილი დღეს, რომლებმაც დიდი აგრესია გამოხატეს ჩვენს მიმართ, მანქანის შუშაც დამიზიანეს”,- განაცხადა ია მეტრეველმა.

 

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2016 15:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,952
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics