ჰომოფობიის მორიგი შემზარავი ფაქტი თბილისში- განსხვავებული ორიენტაციის გამო , მშობლებმა ახალგაზრდა გოგონაზე ფიზიკურად და მორალურად იძალადეს

საქართელოში ჰომოფობიის მორიგი შემზარავი ფაქტი მოხდა. „თაიმერი“ დაზარალებულის ვინაობას, ცხადია, არ ასახელებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გლდანში, ახალგაზრდა გოგონას, მავრა ნ. -ს, განსხვავებული ორიენტაციის გამო მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს და დაემუქრა,ხოლო შემდგომ დაზარალებულის მამას დაუკავრშირდა და მისი ქალიშვილის ორიენტაციის შესახებ შეატყობინა,აგრეთვე დაემუქრა, მისთვის მიეხედათ,თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მას ყელს გამოჭრიდა.გოგონას მამამაც არ დააყოვნა და საკუთარ ქალიშვილზე ფიზიკურად იძალადა,წაართვა ტელეფონი და ჩაკეტა ოთახში .

მშობლებმა ჩათვალეს, ,რომ ყველაფერი ჰორმონების დისბალანსის ბრალი იყო და გოგონას ექიმის დახმარებით ჰორომონალური თერაპია იძულებით ჩაუტარეს. .როგორც წყარო გვიყვება, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. აქვს ფსიქიური აშლილობა და მოწყვეტილია რეალობას- მშობლები მას ყოველდღიურად აბულინგებენ და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებენ.ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ინფორმაცია გარეთ არ გასულიყო და იზოლირებული ჰყავდათ საკუთარი ქალიშვილი ,თუმცა,მიუხედავად მათი მცდელობისა,მავრა ნ.-ს ახლო მეგობარმა მაინც შეძლო დაზარალებულის ძმასთან კომუნიკაცია.

რაც შეეხება სამართალდამცავებს, როგორც „თაიმერს“ გოგონას ახლობელი უყვება, მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არავის შეუტყობინებია და ეს, ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობაა – სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოში შეურაცხყოფას და დამცირებას მხოლოდ რიგითი მოქალქეებისგან კი არ იღებენ, ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ ძალადობა სახელმწიფოსა და პოლიციის მიერ არის წახალისებული.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც