ჰიზერ ნაუერტი – რუსული სარაკეტო კომპლექსის შეძენის შემთხვევაში, აშშ-ი სანქციები შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე დაწესდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა კითხვაზე, სარაკეტო კომპლექსის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა სანქციების დაწესება თურქეთის გარდა სხვა ქვეყანაზეც, ნაურტმა განაცხადა, რომ კომპლექსის შეძენამ სანქციების დაწესება შესაძლოა, მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს.

ნაუერტმა შეშფოთება გამოთქვა თურქეთის მისწრაფებაზე, რომელსაც რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენა სურს.

„ეს ჩვენი შეშფოთების საფუძველი იქნება. როდესაც ნატოელი მოკავშირე, როგორიც თურქეთია, C-400-ს იყენებს, ეს ჩვენ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ ამ სისტემის შეძენას ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშისკანდალური ვიდეო – ატერორებენ თუ არა სოფლიდან ჩამოსულ გლეხებს მერიის თანამშრომლები?!
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი