ჰილარი კლინტონს პნევმონია დაუდგინეს

ჰილარი კლინტონს პნევმონია დაუდგინეს

2აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს -ინფორმაციას კლინტონის მკურნალი ექიმი ლიზა ბერდაკი ავრცელებს.
ექიმის თქმით, კლინტონს მანამდეც ჰქონდა ხველა, რომელიც ალერგია ეგონათ. 9 სექტემბერს, იმის გამო, რომ სიმპტომი გახანგრძლივდა, მან გამოკვლევა ჩაიტარა და მისი დიაგნოზი პნევმონიაა. პრეზიდენტობის კანდიდატს ანტიბიოტიკები დაენიშნა. მას, ასევე გრაფიკის შეცვლის და დასვენების რეკომენდაცია მიეცა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კლინტონი, 11 სექტემბრის მსხვერპლთა მოსახსენიებლად გამართული ცერემონიისას, მოულოდნელად ცუდად გახდა. მან დამოუკიდებლად ვერ შეძლო მანქანამდე მისვლა. გზაში ფეხსაცმელიც კი დაკარგა. მისი ცუდად გახდომა გადაღლილობით  ახსნეს.

banner
წინა სტატიაშიმუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს- მორწმუნეებს რიტუალის შესრულება ბათუმის ქუჩაში მოუხდათ
შემდეგი სტატია“ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის” – ხალვაშის პასუხი ოქრუაშვილს