ჰერჩინსკი – ვულოცავ საქართველოს, ყველა ქართველს, ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე

მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკიმ საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრებს გუშინ მიღწეული შედეგი მიულოცა.

„გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის – ნანა ცქვიტარია ნიკა კვეკვესკირზე
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშში ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას