ჰარისონ ფორდის მოტეხილი ფეხი ორ მილიონ დოლარად შეფასდა

10ბრიტანული კომპანია Foodles Production-ი ორი მილიონი დოლარით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც “ვარსკვლავური ომების” ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას მსახიობმა ჰარისონ ფორდმა ფეხი მოიტეხა -წერს The Daily Mail-ი. კომპანია ინციდენტში დამნაშავედ ცნეს.
“კანონის მიხედვით, დამაქმებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თანამშრომლის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს მოქმედებს როგორც გადასაღებ მოედანზე, ასევე ფაბრიკაში, ცეხში მომუშავე მუშებზეც” – აცხადებს ბრიტანეთის ჯანსაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების ინსპექცია.
სასამართლო დავა 2014 წლიდან მიმდინარეობს, როცა ჰარისონ ფორდს კოსმოსური ხომალდის ჰიდრავლიკური კარები ფეხზე დაეცა და ფეხი მოსტყდა. ტრავმის გამო, გადაღებები რამდენიმე თვით შეჩერებული იყო.
Foodles Production (UK) Ltd დისნეის შვილობილი კომპანიაა, რომლებმაც ახალი “ვარსკვლავური ომი” გადაიღო.

banner
წინა სტატიაშიბაშარ ასადს მესამე მსოფლიო ომის სუნი სცემს
შემდეგი სტატიაGoogle News-ი დადასტურებულ ინფორმაციას ნიშნავს