ჰარცელი: იმედი მაქვს, შეთანხმების სულისკვეთება გაგრძელდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორის დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდა.

ამასთან, ჰარცელის თქმით, იმედი აქვს, შარლ მიშელის შეთანხმების ეს სულისკვეთება გაგრძელდება.

„ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო ის, რომ დისკუსიები გაგრძელდა და დაბრუნდა პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იქედან გამომდინარე, რომ ამდენი გამოწვევა არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმების ეს სულისკვეთება ასევე გაგრძელდება“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა. ამასთან, ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა მათაც გაიზიარონ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით არჩეულმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი თუ არ შეჩერდება, პარლამენტი დატოვონ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ძალიან ვწუხვარ “ქართული ხმების” სოლისტის, უნიჭიერესი ახალგაზრდის, ზურა ბაკურაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიასპირიდონმა მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა