ჰანს კლუგე – „ომიკრონმა“ შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს

„ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემიას ბოლო მოუღოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

კლუგეს თქმით, სეზონურობის შემცირების, ადამიანების იმუნიტეტისა და აცრების შედეგად, თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი შეიქმნება.

„ველოდებით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. „კოვიდ-19“ წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლის განცხადებით, დაავადებები ენდემურია, რომელთა დინამიკის პროგნოზირება შესაძლებელია.

„ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაოცა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა კლუგემ.

banner
წინა სტატიაშიიაპ დე ჰოოპ სხეფერი: პუტინს სურს ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინა და საქართველო; ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა