იაპ დე ჰოოპ სხეფერი: პუტინს სურს ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინა და საქართველო; ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება

პუტინს სურს ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინა და საქართველო; ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება – აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში.

სწორედ სხეფერი იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენ. მდივანი 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

სწორედ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს ახლა რუსეთი და უკრაინას ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით ემუქრება:

„ის არის ბიჭი, რომლის სამყაროც დაინგრა 1989 წელს…

ახლა უკრაინის დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება“ ამბობს სხეფერი.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენის განცხადებით, არ ვარაუდობს, რომ პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა
შემდეგი სტატიაჰანს კლუგე – „ომიკრონმა“ შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს