გზა უდაბნოს მონასტრამდე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს კვლავ ჩაკეტილი აქვთ

დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე ვითარება ამ დრომდე უცვლელია. აზერბაიჯანული მხარე მონასტერში კვლავ არ უშვებს ქართველ მომლოცველებსა და ბერებს.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად კეტავენ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელ გზას, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. ბოლოს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ზუსტად 5 დღის წინ, „ევროპა ნოსტრას“ წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს და შესვლა სასულიერო პირებსაც აუკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიდღეს წითელი პარასკევია
შემდეგი სტატიაისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს მიმართავს