ზუგდიდში სამართალდამცველებმა ლევან “გალსკი”იგივე ლევან ძაძუა დააკავეს

ზუგდიდში, გვიან ღამით სამართალდამცველებმა  ლევან “გალსკი”იგივე ლევან ძაძუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით,ქალაქის ცენტრში მის საცხოვრებელ ბინაში განხორციელდა ჩხრეკა.ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.შსს დაკავების ფაქტზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ლევან “გალსკი” ყოფილი პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმების” მეთაურის დათო შენგელიას გარემოცვის უახლოესი წევრია
.
დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს მისი შვილი დათო (დადუა) შენგელია ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვა ბრალდებით.

რაც შეეხება ლევან ძაძუას იგი სამართალდამცველებმა წუხელვე თბილისში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში“არასდროს ვიზიარებდი მის პოლიტიკურ ხედვას, არასდროს მომწონდა მისი პოლიტშეფასებები, მაგრამ მზად ვარ დავუფინანსო ერთი მკურნალობის კურსი”
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა