გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქართული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით არ მოქმედებს – ბოჭორიშვილი

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ როცა საკითხი ეხება ხმაურიან საქმეებს, ქართული მართლმსაჯულება არანაირი პოლიტიკური მოტივით არ მოქმედებს.

მისივე განმარტებით, ძირითადად, ამ საქმეებს ახმაურებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ან პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ.

„ჩვენ ასეთი შემთხვევების არაერთი მაგალითი გვაქვს. ყველა ასეთ შემთხვევაში ვნახეთ, თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა და სწორი გადაწყვეტილება მიუღია. შემდეგ ეს ყველაფერი ხდება სპეკულაციების საფუძველი, თითქოს საქართველოში რაღაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე იარლიყების მიწებება ხდება, როცა არანაირი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს თაობაზე ასეთ აღქმებს ვინც ქმნის, პრობლემასა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს. სწორედ ასე აჩენენ კითხვებს მართლმსაჯულებაზე მაშინ, როცა ამის არანაირი საფუძველი არ არის. იცით, რომ მართლმსაჯულება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აქედან გამომდინარე, მსგავს აღქმებს ვინც ქმნიან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს პირდაპირ აზიანებენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიზუსტად შვიდი წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიალისზე სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს