გვარამია: გამომძიებელმა მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები

“გამომძიებელმა მითხრა პირდაპირ, რომ ცეცხლს ვეთამაშები, ეხლა ეს რა არის, გაარკვიოს თვითონ პროკურატურამ ჩემი განცხადების საფუძველზე”, – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მიმართ მუქარის გამო, გამოძიების დაწყებას ითხოვს.

“საკითხი რომ დასრულდა, ამ საკითხის გამოკვლევა, მე ვიკითხე, ხომ გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, სხდომა დასრულებულ იყო, ოღონდ მოსამართლე დარბაზში იყო ჯერ კიდევ, მითხრეს, რომ კი, ანუ ეს საკითხი გამოკვლევებულია-მეთქი, კიდევ ერთხელ ვიხუმრე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მართლა ხუმრობაა, რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ, მოსამართლის თანდასწრებით ოღონდ სხდომის მიღმა, მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები. ცეცხლს ეთამაშები არის მუქარა, ამის შემდეგ მან დაიწყო მტკიცება, რომ ის ხუმრობდა, ანუ სიტყვა გამოკვლევებული თურმე არ ყოფილა ხუმრობა და ცეცხლს ეთამაშები ყოფილა ხუმრობა. ცეცხლს ეთამაშები არანაირ განზომილებაში არ წარმოადგენს ხუმრობას გამომძიებლის მხრიდან როცა მიემართება მოწმეს, რომელიც პოტენციურად ბრალდებულია.

ცეცხლს ეთამაშები არის ღია მუქარა პროცესის მონაწილის მიმართ გამომძიებლის მხრიდან ამიტომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ სისხლის სამართლის აღძვრას გამომძიებელ ბრეგავაძეზე მუქარის მუხლით და მოწმედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება პროკურორი, რომელიც გვერდში ეჯდა და ეს მოისმინა, ასევე მოსამართლე და სხდომის მდივანი. ვინ ეთამაშება ცეცხლს, ამას ვნახავთ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: უნდა მოვნახოთ ჩვენში ძალა, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის პრიორიტეტების ირგვლივ
შემდეგი სტატია“ეს იყო სამარცხვინო პროცესი, სიტყვა “გამოკვლევებული” ბოლომდე “გამოკვლევებული” გახდა”