“ეს იყო სამარცხვინო პროცესი, სიტყვა “გამოკვლევებული” ბოლომდე “გამოკვლევებული” გახდა”

საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის ადვოკატის და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. გამოძიება ეხება 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე პროკურორის მისამართით ნათქვამ სიტყვას – “გამოკვლევებული”.

გამოკითხვის შემდეგ, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პროცესი სამარცხვინო იყო.

“პროკურორი კიდევ ამტკიცებდა, რომ მე ვიხმარე სიტყვა გამო***ვებული, მის ციტირებას ვახდენ, შემდეგ მას განემარტა, რომ ეს ასე არ არის. მერე დაიწყო სიტყვა – “გამოკვლევებულის” გამოკვლევა და პროცესის ბოლომდე სიტყვა “გამოკვლევებული” ბოლომდე “გამოკვლევებული” გახდა და მივხვდით, რომ ეს არის ხუმრობა და ა.შ.

გამომძიებელი ბატონი ბრეგვაძე მეკითხებოდა – სააკაშვილის მიმართ ვიხმარ თუ არა ამ სიტყვას, გასაგებია ხომ რა ინტერესია ?! ზუსტად იგივეს მეკითხებოდა “POS TV” გორის ჰოსპიტალის წინ. მე ვუთხარი, რომ ხუმრობით ამ სიტყვას რა კონტექსტში გამოვიყენებ, ეს არის ჩემი საქმე და ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ხუმრობად.

მერე მკითხეს, ამ სიტყვით რომ დაიწყოს ჩემ მიმართ “გამოკვლევებულით” მომართვა ვიქნები თუ არა შეურაცხყოფილი. ჩემი პასუხი იყო, რომ მისი გვარი არის ბრეგვაძე და ყველამ რომ ბრეგვაძე მეძახოს ერთ მშვენიერ დღეს, მე მაინც შეურაცხყოფილი ვიქნები, რადგან მე მაქვს სახელი და გვარი და სიტყვა ბრეგვაძე შეურაცხმყოფელია თუ არა ესეც ვკითხე პროკურორს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: გამომძიებელმა მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი:აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის მეექვსედ ჩატარება ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა შეხვედრის